თბილისი. მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში დაიწყო.
„ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა ღირშესანიშნაობები მოინახულეს. ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტს და ლინკოლნის მემორიალს.
აშშ-ში ვიზიტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტისას გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და შეხვედრები როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში