en
ge

არასამთავრობოები - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადების თაობაზე

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანას ეხება.
„საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო მაუწყებლებისა და პარლამენტის წევრების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალეობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე. მიმდინარე დისკუსიის ფონზე, 2017 წლის 17 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც მიმდინარე დისკუსიაში წარმოდგენილი არგუმენტების საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხარდაჭერა გამოუცხადა საკანონმდებლო ინიციატივას", - ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „აღნიშნული პოზიცია, ერთი მხრივ, დაუსაბუთებლად ეწინააღმდეგება თავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით, ორი წლის წინ „მაუწყებლობის შესახებ კანონში" განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეზღუდა ეთერში განსათავსებელი სარეკლამო დროის მოცულობა; მეორე მხრივ, განცხადება მხედველობიდან ტოვებს იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტს შეადგენს, მომავალ წელს კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად ის დამატებით 6 მილიონით გაიზრდება. აღნიშნულ პირობებში, მაუწყებლისათვის სარეკლამო დროის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილების დადებითად შეფასება, სრულად უგულებელყოფს კერძო მაუწყებლების ინტერესებს, ავლენს არათანაბარ მიდგომებს მედია სუბიექტების მიმართ, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მარეგულირებელი კომისიის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ფუნქციას, შექმნას კონკურენტული გარემო და ხელი შეუწყოს მაუწყებელთა განვითარებას".
სრულად 
წყარო: http://qartia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)