თბილისი. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დროებით დათხოვნის წესის რეგულირების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.
როგორც სახალხო დაცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოიკვეთა რომ დისციპლინური სახდელის დაკისრების დროს მოსწავლესთან არ მიმდინარეობს მუშაობა და მისი გათვითცნობიერება მის მიერ ჩადენილი საქციელის უარყოფით მხარეებში, ამასთან, სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით ირღვევა მისი განათლების უფლება; დისციპლინური სახდელის არსებული ფორმა ქმნის ბავშვის განათლების უფლების დარღვევის საფრთხეს და ეჭვქვეშ აყენებს დისციპლინური სახდელის გამოყენების მიზანშეწონილობას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი