თბილისი. 26 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას საქართველოს სახალხო დამცველი, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვან და პოზიტიურ ნაბიჯის უწოდებს, თუმცა, არსებული პრობლემებისკენაც მიუთითებს.
„კვლავ გრძელდება უკანონო დაკავებები, როგორც აფხაზეთის ისე ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე, ხოლო აფხაზეთში, გრძელვადიან პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე - გ.ლ.", - აცხადებს სახალხო დამცველი და მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, პროცესებში ჩართულ მხარეს, ყველა შემთხვევაში შეინარჩუნონ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და გადადგან ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტით დაზარალებულ პირთათვის ზიანის მიყენების შესამცირებლად და შეწყვიტონ მოქალაქეთა დაკავებები გამყოფ ხაზებზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი