თბილისი. მშვიდობის ფონდისა და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია „ფობიები და თანამედროვე საქართველო".
კონფერენციაზე განიხილეს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი ნიშნით არსებული ფობიები; სიძულვილის ენასთან ბრძოლის გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკა; მედია, როგორც ფობიების გავრცელების და ფობიებთან ბრძოლის ინსტრუმენტი.
კონფერენცია ჩატარდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, შშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი