სამეგრელო. 20-23 ნოემბერს ზუგდიდში, იუსტიციის სახლში, თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები" 4 დღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც 25 ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი დაესწრო.
„მონაწილეთა ნაწილი შემდგომ ეტაპზე, ხელობის გადამზადების ორთვიან კურსებს გაივლის და შესაძლებლობა ექნება საქმიანობის დასაწყებად 400 ევროს მოცულობის გრანტი მიიღოს, ხოლო ნაწილი ბიზნეს ტრენინგებს დაესწრება და წარმატებული ბიზნეს წინადადებების შემუშავების შემდეგ 1200 და 3000 ევროს მოცულობის გრანტს მიიღებს ბიზნესის განსავითარებლად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში