28 ნოემბერს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასწავლო პროგრამის ონლაინ და საკლასო კურსების დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
„არამომგებიანი ორგანიზაციების მართვის სასწავლო პროგრამა უკვე მესამე წელია ტარდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
წელს პირველად აღნიშნული პროგრამის საკლასო კომპონენტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში