თბილისი. 29 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტების პოზიცია და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დედისა და ბავშვის დაცვის მიზნით მეზობლის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი ძალაში დატოვა.
„სწორედ გენდერული მოტივით განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იხელმძღვანელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და მოძალადის მიერ დამცავი ორდერის გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდზე