თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტებმა ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საჯარო ლექცია გამართეს.
„შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. საჯარო ლექციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს, თუ როგორაა ასახული საქართველოს კანონმდებლობაში ფემიციდი და ოჯახში ძალადობა, რა ხარვეზები არსებობს აღნიშნული საქმეების გამოძიების პროცესში და როგორია ჩვენი ორგანიზაციის პრაქტიკა ძალადობის მსხვერპლების ადვოკატირებისას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com