en
ge

ნუ ზრდით ბავშვებს „კაცებად“, ადამიანებად გაზარდეთ

თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ბაია პატარაიას ბლოგპოსტს: „ნუ ზრდით ბავშვებს „კაცებად”, ადამიანებად გაზარდეთ".
„ეს კიდევ არაფერი, გვგონია რომ ბავშვი ჩვენი საკუთრებაა. როცა მისი უსაქციელობა არ მოგვწონს, ვუყვირით, ვცემთ, ვაშინებთ, ვემუქრებით – ბავშვი ჩვენი ნივთია! მას არ ვეპყრობით პატივისცემით. გვგონია, რომ აღზრდის პროცესში უფლება გვაქვს, შვილის ღირსება გავთელოთ. ბავშვის დამცირება გვგონია აღზრდა.
და კიდევ ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ბიჭებთან ვუშვებთ. ჩვენ მათ "კაცებად” ვზრდით, ანუ ვასწავლით აგრესიას, ვეუბნებით, რომ „სისუსტის" ყველანაირი გამოვლინება სირცხვილია. ვეუბნებით, რომ არასოდეს იტირონ, არასოდეს განიცადონ და თუ მაინც შეხვდათ წყენა, გასცენ საკადრისი პასუხი და იძიონ შური.
„კაცობა” მარტო ცემა-ტყეპის სწავლებას არ გულისხმობს ხოლმე, "კაცობა” ნიშნავს, ასწავლო გამარჯვება დამარცხებულის ხარჯზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: sapari.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)