თბილისი. 3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სრული და ეფექტური მონაწილეობა გამოწვევას წარმოადგენს მრავალი პრობლემური საკითხის გამო, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცაია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, სოციალური დაცვის უფლებების სათანადოდ რეალიზება. ქვეყანაში შეფერხებულია შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის პროეცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ მონაწილეობას და მათი უფლებების დაცვას".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი