თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ UNICEF Georgia-ს პროექტის ფარგლებში, JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ჟურნალისტებისთვის ჩაატარა ტრენინგი ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ.
უშუალოდ რედაქციებში ტრენინგის ჩატარება ქარტიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა გასული წლიდან დაიწყო. წელს ტრენერებმა 5 რედაქციაში იმუშავეს. ასეთი ფორმატი საშუალებას აძლევს რედაქციას დახმარება მიიღოს კონკრეტულად იმ მიმართულებით, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ იმისათვის, რომ ბავშვებთან დაკავშირებით მაღალი ხარისხის მასალების მომზადება შეძლონ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი