სამეგრელო. 4 დეკემბერს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით დადიანების პარკში, ჩატარდა ღონისძიება შშმ ბავშვებისთვის. აქტივობაში მონაწილე ბავშვებს დღის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება ორგანიზებულია „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) მიერ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში