იმერეთი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ კომპანია „მაკდონალდსთან" თანამშრომლობით, შშმ ბავშვებისათვის აქცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვების სოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილება და ბავშვზე მზრუნველობა. „მაკდონალდსმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში