en
ge

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია

თბილისი. დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი, 2017 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ინდექსის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმდინარე წლის ეროვნულმა შეფასებამ საკმაოდ დაბალი შედეგები აჩვენა. 100%-იანი შეფასების სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი მხოლოდ 21%-ია, მერია/ გამგეობების - 19%, ხოლო საკრებულოების - 24%. ეს ნიშნავს, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სფეროში მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.
სრულად
წყარო: http://www.osgf.ge/

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)