თბილისი. დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში ასახულია მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები და პრობლემები, რომელთა დაძლევის გარეშე შეუძლებელი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების იმპლემენტაცია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი