აჭარა. ორგანიზაცია „ღირსეული სიბერე" აქვეყნებს განცხადებას, რომლის თანახმადაც საახალწლო საქველმოქმედო აქცია „კეთილი ახალი წელი" გაიმართება.
შეიძინეთ ორგანიზაციის ბენეფიციარების მიერ დამზადებული საახალწლო სათამაშოები: ბედის ანგელოზები, სიკეთის ბურთები, იღბალის გვირგვინები და ზოდიაქოს ნიშნები.
„თითოეული სათამაშოს მორთვაზე ხანდაზმულებმა ბევრი იშრომეს, ბევრი სითბო და იმედი ჩააქსოვეს ნაძვის ხის ლამაზ მოსართავებში.
შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მარტოხელა მოხუცთათვის საახალწლო ტკბილეულის შეძენას. 15 ლარის შენაძენი ერთი ბენეფიციარის ტკბილეულის პაკეტის ღირებულებას უზრუნველყოფს.
ერთად ვაკეთოთ სიკეთე და გავულამაზოთ მოხუცებს საახალწლო დღეები!
ბათუმი - ქობულეთის ფარგლებში სათამაშოების მიტანა უფასოა. აჭარის ფარგლებს გარეთ შენაძენი ფოსტით გამოიგზავნება (ფოსტის ხარჯები საშუალოდ 5 ლარია)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
საკონტაქტო ტელეფონებია:
მარიანა: 571 96 80 80; დარინა 577 45-25-09
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში