შიდა ქართლი. 7 დეკემბერს, გორში მრგვალი მაგიდის სხდომა გაიმართა თემაზე „დევნილთა თემში არსებული პრობლემები და გამოწვევები".
„შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი თემის, ადგილობრივი მთავრობის და დევნილთა თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მრგვალი მაგიდის სხდომაზე კოტეჯური ტიპის დევნილთა დასახლებებში მცხოვრებმა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადგილზე არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში