en
ge

მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის

აჭარა. 2017 წლის 5-6 დეკემბერს ხულოს მუნიციპალიტეტში ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფისთვის სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრების მიზნები იყო მონაწილეებისთვის LEADER მიდგომის ღრმად გაცნობა, ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაწყება, SWOT ანალიზის გაცნობა, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წევრების ცოდნის გაღრმავება და უნარების განვითარება. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამივე სექტორის (კერძო, სამოქალაქო და საჯარო) წარმომადგენლებმა, რომლებმაც გამოთქვეს მზად ყოფნა ემუშავათ ადგილობრივ განვითარების სტრატეგიაზე.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში", რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023