თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიების - "იმედის", "რუსთავი 2-ისა" და "ობიექტივის", აგრეთვე, ონლაინ-გამოცემა „qiziyi.ge"-ს ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც მედიას ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს.
საქმე ეხება 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობას, რომელშიც ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან. 4 დეკემბერს ერთ-ერთი მათგანი სამართალდამცავებს ჩაბარდა. აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ამ თემაზე მომზადებულ მასალებში ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი