თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მარიამ ბეგიაშვილის ბლოგპოსტს: „სოციალური მუშაკის ფუნქცია ინტერნეტში ბავშვზე შესაძლო ძალადობის შემთხვევებისას".
„მშობლები თუ ბავშვზე მზრუნველი ადამიანები ვერ იაზრებენ თუ რა საფრთხის შემცველია მათი ქმედებები. განსაკუთრებით კი, ჩვენი კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, სადაც ბავშვების „პასპორტის ჩვენება" და ახალშობილის შიშველი პოზირება ერთგვარი ტრადიციის ნაწილია. ხოლო დამცირება და თვითშეფასების დაქვეითება, აღზრდის ელემენტად მიიჩნევა. მშობლებს ჯერ კიდევ სწამთ, რომ არ უნდა შეაქონ საკუთარი შვილები, არ წაახალისონ, რადგან მათი ამგვარი დამოკიდებულება ბავშვებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს და გათამამდებიან”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com