სამცხე-ჯავახეთი. ადამიანის უფლებების დავცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის (FID) მონაწილეებს სემინარი ჩაუტარდათ.
მონაწილეებმა მოისმინეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ბავშვთა უფლებებისა და პასუხისმგებლობების თემატიკა.
1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა დღე 10 დეკემბერს აღინიშნება. მსოფლიო ისტორიაში დეკლარაციით პირველად განისაზღვრა ადამიანის ძირითადი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, იგი საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 60-მდე დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც ერთობლიობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ქმნიან.
დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა FID-ს, ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის, ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი, სამცხე-ჯავახეთში, არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატ მესხთა კავშირია.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისთვის თანამშრომლობას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.
წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირი