თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს კვლევას: „წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები".
„აქ წარმოდგენილი კვლევა კულტურის, ბუნებრივი გარემოს დამცავ და მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკას განიხილავს 2010 წლიდან მოყოლებული. თუმცა წინააღმდეგობის პოლიტიკაზე, მშრომელებისა თუ გარემოს დამცველების წუხილზე, კოლექტიური მობილიზების ფორმებსა და საფუძვლებზე საუბარი ყოველთვის რთულია ფარდობითი სურათის უქონლობის პირობებში. ძნელია, კარგად გაიგო, რატომ წუხს მუშა, თუ არ იცი, რასთან შედარებით გაუუარესდა შრომითი გარემო და მატერიალური რესურსი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge