თბილისი. EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა ორგანიზება გაუწია რიგით მეორე ადამიანის უფლებათა შეჯიბრს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სტუდენტებისთვის.
„შეჯიბრის თემა იყო სიძულვილის ენა და ჰოლოკოსტის უარყოფა. სტუდენტური გუნდები წარმოადგენდნენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
შეჯიბრი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდა, სადაც ფინალში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. შეჯიბრის მონაწილეებს სხვადასხვა საჩუქრები და სერთიფიკატები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები სტაჟირებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"-ში გაივლიან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ewmi-prolog.org