en
ge

შრომითი უფლებები და სოციალური პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „შრომითი უფლებები და სოციალური პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 – 2020 წლების ასოცირების დღის წესრიგში".
„განახლებული დღის წესრიგი ადგენს მხარეებს შორის შეთანხმებულ პრიორიტეტებს ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე (DCFTA) არსებული თავის შესრულების მიზნით. განახლებული დოკუმენტის მიხედვით, გამოყოფილია მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტები, რაც გულისხმობს პირველ შემთხვევაში 2018 წლის ბოლოსათვის, ხოლო მეორე შემთხვევაში 2020 წლის ბოლოსათვის მათ მიღწევას ან ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს. განახლებული დღის წესრიგი მრავალ საკითხთან ერთად აქცენტს აკეთებს სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზებისათვის მინიმალური გარანტიების უზრუნველყოფაზე და ადგენს ამ კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს.
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს იმ პრიორიტეტების ჩამონათვალს, რაც დღის წესრიგის ცალკეულ თავებშია მოცემული და რისი შესრულების ვალდებულებასაც იღებს საქართველო დადგენილი ვადების მიხედვით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)