თბილისი. 11 დეკემბერს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ აღიარა, რომ ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორი იბადება, დაუშვებელია წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე არაერთი პოზიტიური ცვლილება განხორციელა ეროვნული კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიცვალა საზოგადოების განწყობა და წარმოდგენები, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ მისი უფლებები სრულად ან ნაწილობრივ დაცულია. გაიზარდა ნდობაც ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტის მიმართ. მაგრამ, ადამიანის უფლებები არ არის მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება მივაღწიოთ, იგი მუდმივად საჭიროებს მეთვალყურეობას, მუდმივად ვითარდება და ინერგება ახალი სტანდარტები", განაცხადა ომბუდსმენმა.
წყარო: www.ombudsman.ge