თბილისი. 12 დეკემბერს, თბილისში, ჩატარდა „მინდობით აღზრდიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების” კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
„ღონისძიების მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” სოციალური კომპონენტის მენეჯერმა, სალომე ჭიჭინაძემ, რომელმაც დამსწრეებს გააცნო კვლევის მიზანი და განხორციელების ეტაპები. ხოლო კვლევის ანალიზის შედეგები წარადგინა სოციოლოგიის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მონაწილეები. დისკუსიის პროცესში ხდებოდა კვლევის შედეგად დადგენილი პრობლემური საკითხების განხილვა, ასევე, კვლევის რეკომენდაციების განხილვა”, ნათქვამია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ვებგვერდზე სცოიალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში