აჭარა. ბათუმში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებზე დასავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
„შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებები და ევროინტეგრაციის პროცესში რეგიონული მედიის როლზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ქსელის გაფართოებასა და სამომავლო გეგმებზე. ტრენინგზე, ასევე, განიხილეს ნატო, შავი ზღვის უსაფრთხოება, საქართველოს საგარეო კურსის ევროპეიზაცია, ევროინტეგრაციის პროცესი და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში