თბილისი. „საზოგადოება და ბანკები" აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 35530 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდება.
„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოწვეულია მიმდინარე ინფლაციის მაჩვენებლის ზრდით. „საზოგადოება და ბანკების" აზრით, სხვა თანაბარ პირობებში ერთჯერადი ფაქტორები ამოიწურება და ინფლაცის მაჩვენებელი შემცირდება 2018 წლის დასაწყისიდან. იმ პირობებში, როდესაც 100 000 ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში შეზღუდულია, საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოკლევადიან პერიოდში უარყოფითად აისახება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე და ერთობლივ მოთხოვნაზე. ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდებში, სეზონური და ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, საჭირო იქნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sab.ge