იმერეთი. 13 დეკემბერს, სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
„ღონისძიებაზე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ დღის ცენტრში განხორციელებული 2017 წლის მნიშვნელოვანი აქტივობები შეაჯამა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ წელსაც დღის ცენტრის აღსაზრდელთათვის სრულფასოვანი მომსახურების გასაწევად დამატებითი რესურსების მოძიება სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად სხვადასხვა სექტორის, მათ შორის კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით იქნა მიღწეული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში