გურია. 13 დეკემბერს ოზურგეთში გაიმართა პირველი შეხვედრა ინტერმუნიციპალური ახალგაზრდული დისკუსიების ციკლის ფარგლებში.
„ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ვიდეო-სიუჟეტები არჩევანის თავისუფლებისა და ქობულეთში მცხოვრები ბოშების შესახებ.
სიუჟეტების ჩვენების შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, პარალელი გაავლეს მათ რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან, იმსჯელეს და გაცვალეს საკუთარი მოსაზრებები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში