თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მუშაობის შეფასებას.
„ნათია კაპანაძის სახელთან, რომელიც გასული წლის დეკემბერში აირჩიეს აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორად, ასოცირდება მაუწყებელში გარკვეული რეფორმების ინიცირება, კერძოდ, შემუშავდა ორგანიზაციის განვითარებისთვის საჭირო მთელი რიგი დოკუმენტაცია, განახლდა ძველი და დაიწყო ახალი გადაცემები, უფრო გამჭვირვალე გახდა თანამშრომელთა დასაქმების პროცესი. ორგანიზაცია არის გახსნილი მოქალაქეებისა და დაინტერესებული პირებისთვის, თუმცა აჭარის ტელევიზია და რადიო კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge