სამეგრელო. ფონდ „აფხაზეთის" პროექტის ბენეფიციარებმა უმუშევრობის პრობლემასა და დასაქმების ხელშეწყობის გზებზე პრეზენტაციები 27 თებერვალს ფოთის დევნილთა ახალ დასახლებაში გამართეს. ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის 80% უმუშევარია, რის მიზეზადაც სამუშაო ადგილების დეფიციტი დასახელდა. ასევე გამოიკვეთა, რომ სამსახურის მაძიებლები არ ფლობენ სათანადო უნარ-ჩვევებს და ინფორმაციას, რაც ხელს უშლით მათ დასაქმებაში. პრობლემის მოსაგვარებლად ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ტრენინგები და სემინარები კარიერის დაგეგმვის თემაზე ქ. ფოთის #4, #6 და #11 სკოლების მაღალკლასელებთან.
წყარო:ორგანიზაციის გვედი სოციალურ ქსელში