აჭარა. 11 დეკემბერს ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგი, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს რეგიონული ოფისის მენეჯერი მალხაზ ჭკადუა უძღვებოდა.
ტრენინგზე ისაუბრეს შემდეგ თემებზე: რა დრო დასჭირდა განვითარებულ სამყაროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებამდე? რა ეტაპები გაიარა კაცობრიობამ მათ გაცნობიერებამდე და მიღებამდე? რა ფუნქცია აქვს გაეროს საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული პრინციპებს აღსრულების თვალსაზრისით? როგორია დეკლარაციის სულისკვეთება და რამდენად პასუხობს საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევებს?
ტრენინგის შემდეგ ჩატარდა ვიქტორინა და გამარჯვებულებს წიგნები გადაეცათ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში