თბილისი. 15 დეკემბერს, „კოალიციამ თანასწორობისთვის" პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემის – ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიერ ქალებზე დაუსჯელ ძალადობას ეხებოდა.
„ამ შემთხვევებში, ძალზე რთულდება დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა, რადგან მის უკან გავლენიანი უწყებები დგას. ორგანიზაცია „საფარს" მსგავსი შინაარსის ქეისი მხოლოდ მიმდინარე წელს 6 აქვს. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები დაადანაშაულეს დღეს მსხვერპლებმა სავარაუდო ძალადობასა და მოძალადეების მფარველობაში", ნათქვამია კავშირი „საფარის" ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge