თბილისი. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის, ფოთის, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის შესახებ.
საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტებში შშმ პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესები კონკრეტული აქტით მხოლოდ რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში რეგულირდება. თუმცა, მოქმედი რეგულაციები გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, შშმ პირის მიერ სპეციალური სადგომით სარგებლისათვის აუცილებელია შესაბამისი საცნობი ნიშნის ქონა, თუმცა დადგენილებებით არ არის განსაზღვრული საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგევრდი