თბილისი. საია იცავს ოდენა ბარამიას ინტერესებს, რომელიც 2016 წლის აპრილში, სავარაუდოდ, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.
პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით. თუმცა, გამოძიების ეტაპზევე პროკურატურამ შეცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია და ბრალი წაუყენა თავად ოდენა ბარამიას ცრუ დასმენის ფაქტზე, პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთაც ოდენა ბარამია მის ცემაში ადანაშაულებს. „აღნიშნულით, როგორც პროკურატურამ, ისე სასამართლომ საქმეზე დაადგინეს ძალიან სახიფათო პრაქტიკა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუზღუდავს ადამიანებს შესაძლებლობას, განაცხადონ და მოითხოვონ პოლიციელთა მიერ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. საქმეზე მნიშვნელოვანი ხარვეზები ფიქსირდება როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე", - აცხადებენ საია-ში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი