თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონისა და თანდართულ კანონებში (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი) შესატანი ცვლილებების პროექტს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტში წარმოდგენილი ცვლილებებით, საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება უქმდება", - თაქვამია განცხადებაში, - „მიგვაჩნია, რომ ეს გაზრდის საჯარო სამსახურის სისტემაში გაუმჭვირვალე და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების, ასევე ნეპოტიზმისა რისკს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის მიზნებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილება საჯარო დაწესებულებებს ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების თაობაზე, ასევე მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მასში მონაწილეობა".
წყარო: idfi.ge