აჭარა. დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით მიმდინარე „ერთი შეშის აქცია", რომელიც ცივ ზამთარში გათბობის გარეშე დარჩენილი უმწეო მოხუცებისთვის შეშის შეგროვებას ითვალისწინებდა.
„სამწუხაროდ სოციალურად დაუცველ მოხუცებს არ აქვთ შესაძლებლობა გაზით გათბობის თანხა გადაიხადონ ან შეშა თავად იყიდონ, საქველმოქმედო აქციით შეგროვებული შეშა კი მოხუცების თბილ ზამთარს უზრუნველყოფს.
ასოციაცია დიდ მადლობას უხდის თანადგომისთვის ჩაქვის პირველ, ციხისძირის, ზედა აჭყვას, ქაქუთის, ლეღვას პირველ, ალამბრის, ქვედა კვირიკეს, ქვედა სამებას, წყავროკას, ქობულეთის 1 საჯარო და 6 საჯარო სკოლების დირექციას და თითოეულ მოსწავლეს! მათი ძალისხმევით შეგროვებული შეშა 12 მოხუცს ცივ ზამთარს გადაატანინებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში