en
ge

განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

იმერეთი. ყოფილმა მსჯავრდებულებმა და პრობაციონერებმა ქუთაისში ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად მატერიალური ფასეულობები მიიღეს.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში 16 დეკემბერს ქუთაისში გაიმართა ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით).
ღონისძიებაზე პროექტის 12 ბენეფიციარს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები - მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - გადაეცა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)