თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ტესტს: რამდენად ვიცნობთ Facebook-ის ციფრული უსაფრთხოების წესებს?
„Facebook-ი საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. მის მოხმარებას, სარგებლის გარდა, თან გარკვეული რისკებიც ახლავს. ბოლო მონაცემებით, 83 მილიონი ყალბი Facebook ანგარიში არსებობს. მათი არსებობა სოციალური ქსელის გამოყენების რისკს საგრძნობლად ზრდის, რადგან ყალბი ანგარიშის მფლობელს შეუძლია მარტივად მიითვისოს თქვენი იდენტობა, დაუმეგობრდეს თქვენსავე მეგობრებს და მათგან თქვენივე პირადი ინფორმაცია გამოითხოვოს.
გააკეთე IDFI-ის ტესტი და გაიგეთ, რამდენად იცნობთ Facebook-ის სხვადასხვა ციფრული უსაფრთხოების ფუნქციებსა და საშუალებებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge