en
ge

ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი

თბილისი. 2017 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 58 მოქალაქის დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, გერმანიისა და საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციამ დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი" (FRONTEX). ფრენამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)