სამეგრელო. სენაკის პირველ საჯარო სკოლაში ვიქტორინა „რა ვიცით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" გაიმართა.
„ღონისძიება „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, სენაკის პირველ საჯარო სკოლასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
კონკურსში სენაკის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა „ახალმა თაობამ" გაიმარჯვა. მეორე ადგილზე კი, სენაკის მე-7 საჯარო სკოლის გუნდი „ოლიმპო" გავიდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში