თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამართა სემინარი თემაზე - „მედიის როლი კონფლიქტების გენდერულ ჭრილში გაშუქებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში".
სემინარი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, მიზნად ისახავდა მედია სივრცეში ქალთა საკითხების ეთიკურ და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, არსებული პრაქტიკის განხილვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი