en
ge

ომბუდსმენი პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას ეხმიანება

თბილისი. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას და იმედს გამოთქვამს, რომ კოდექსი პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელდება.
„ეთიკის კოდექსის პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრებს სხვა შეზღუდვებთან ერთად აეკრძალებათ შეურაცხმყოფელი, პატივის და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება. პროექტით ასევე გაწერილია აღსრულების მექანიზმი, რომელიც, კოდექსის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის საბჭოს მიერ დისციპლინური სანქციის დაკისრებას ითვალისწინებს", ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)