en
ge

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
„სადავო მუხლები აწესებს სასჯელს დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემის (3781), აგრეთვე აკრძალული საგნის შეძენის, შენახვის, ტარების, მოხმარების ან/და ამ საგნით სარგებლობისთვის (3782). აღსანიშნავია, რომ აკრძალული ნივთების სია დადგენილია მინისტრის ბრძანებით", - მიიჩნევს სახალხო დამცველი, - „ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი ნორმა უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი, ხოლო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამომდინარეობდეს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაციის მქონე აქტიდან - კანონიდან და არა კონკრეტული მინისტრების მიერ გამოცემული ბრძანებებიდან, რომლებიც ნებისმიერ დროს მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს".
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023