თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით - „საქართველოს მოქალაქეები გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მაია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
როგორც ორგამიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, IDFI-ის მიერ სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარმოდგენა განაპირობა საქმის აქტუალურობამ და ადამიანის უფლებების სფეროში სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვების ინტენსივობამ. საქართველოს მოქალაქე გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების საქმემ გამოავლინა სისხლისსამართლებრივ საქმეებთან მიმართებით არსებული მასშტაბური ხასიათის საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც სადავო ნორმების მოქმედებით ადამიანის უფლებების მაღალი ინტენსივობის, უპირობო შეზღუდვის შედეგია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი