თბილისი. 20 დეკემბერს, სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (სიდა) კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საჭიროებების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.
„ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების წარდგენას, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა იმ შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რომელიც არსებობს ბიზნეს სექტორში ბენეფიციართა ჯგუფის შრომითი რეაბილიტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
დასაქმების ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 115 ბიზნეს ორგანიზაციამ, ხოლო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების განათლებისა და დასაქმების საჭიროებების გამოვლენის კვლევაში ჩაერთო 291 ბენეფიციარი. კვლევა განხორციელდა თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში