თბილისი. 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის, ვ. ე.-ს სარჩელი. საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თანასწორობის მოძრაობა წარმოადგენდნენ.
ვ. ე. არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეა. მას რელიგიური წარმოშობის და სექსუალური ორიენტაციის გამო საკუთარ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება. 2017 წლის 9 იანვარს, ვ.ე.-მ საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის თხოვნით მიმართა. სამინისტრომ მოქალაქის თხოვნას უარით უპასუხა და მიზეზად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაცია დაასახელა. რეკომენდაციის თანახმად, მოსარჩელის საქართველოში ყოფნა, ქვეყანას საფრთხეს უქმნიდა.
მოსარჩელემ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდა.
"TDI-ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სახელმწიფო შერჩევით და დისკრიმინაციულ პოლიტიკას აწარმოებს კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: www.tdi.ge