en
ge

EMC-მ ადმინისტრაციული დავა შსს-ს წინააღმდეგ წარმატებით დაასრულა

თბილისი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ 2015 წელს დაწყებული ადმინისტრაციული დავა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) წარმატებით დაასრულა.
„სასამართლომ სამინისტროს დაავალა გასცეს საჯარო ინფორმაცია, რომელსაც EMC 2015 წლის ივლისიდან ითხოვს. ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2016 წლის 6 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა EMC-ის სარჩელი. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შსს-მ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ, სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა საკასაციო საჩივარი. უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი განუხილველად დატოვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)